1. პროექტის სათაური:
,,კონფლიქტები შინ და გარეთ"
2. პროექტის მოკლე აღწერა:
კონფლიქტი ლათინური სიტყვაა და საწინააღმდეგო მიზეზების, ინტერესების, აზრებისა და შეხედულებების ურთიერთშეთანხმებას ნიშნავს.
მოსწავლეები გაიზიარებენ და იმსჯელებენ იმ სირთულეებზე, როდესაც ერთი მხარე ისე მოქმედებს, რომ სხვის ინტერესს და უფლებას არ ითვალისწინებს.
3. პროექტის სრული აღწერა:
კონფლიქტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, კონფლიქტი შეიძლება მოხდეს შინ და გარეთ, სახლში, სკოლაში, ეზოში, ქუჩაში, სამსახურში, ტრანსპორტში, სპორტულ მოედანზე.
მოსწავლეები აწარმოებენ კვლევას:
1. რა არის კონფლიქტი?
კონფლიქტი შეიძლება იყოს:
ა)შინაგანი (პიროვნული).
ბ)ორ ადამიანს შორის.
გ)ადამიანთა ჯგუფებს შორის.
დ)გლობალური (მაგალითად ომი).
2. გაიხსენეთ კონფლიქტური სიტუაციები შენი ცხოვრებიდან.
ა)როგორი დასასრული ჰქონდა?
ბ)ვისი და რა უფლებები დაირღვა?
გ)დამთავრდა შენ სასიკეთოდ?
დ)როგორ მოაგვარე ისინი?----ძალის გამოყენებით
მოლაპარაკებით
,,საქმის გარჩევით"
3.როგორ იქცევი კონფლიქტურ სიტუაციაში?----
აქტიურად ვიცავ საკუთარ პოზიციას.
ვცდილობ თავის არიდებას.
დათმობაზე მივდივარ.
ვეძებ ორმხრივ დათმობაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას.
ვეძებ პრობლემის მოგვარების ერთობლივ გზებს.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები:
15-17 წელი. x-xI-xII კლასები.
5. ვადები/ხანგრძლივობა:
2008-წლის დეკემბერი.2009-წლის ივლისი.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
ვებ-გვერდების შექმნა, ბუკლეტების დამზადება, კედლის გაზეთის გამოშვება, ინტერვიუები,
როლური თამაში, აქციები (ძალადობის წიინაღმდეგ).
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
დამზადებული ვებ-გვერდი, დამზადებული ბუკლეტი, გამოშვებული კედლის გაზეთი, წარმართული
ინტერვიუები, და ჩატარებული აქციები.
8. სარგებელი სხვებისთვის:
შეიქმნება მოსწავლეების მიერ ვებ-გვერდი რომლითაც მსოფლიოს აჩვენებენ თუ როგორ აზიანებს
ადამიანის ფსიქიკას,სულს კონფლიქტები
9. სამუშაო ენა:
ქართული.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
სამოქალაქო განათლება
ქართული ენა და ლიტერატურა
საზოგადოებრივი მევნიერებები
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
თბილისის #19 საჯარო სკოლა.
თბილისის #50 საჯარო სკოლა.
საჩხერის #2 საჯარო სკოლა.
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი:
ქეთი ტალახაძე მოსწავლე, ვალერი შეყელაძე მასწავლებელი, გია კაპანაძე ისტ.მენეჯერი.
13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:
qeta@gmail.com,valerishekeladze@gmail.com,givikapanadze@gmail.com.
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
konfliqtishindagaretblogspotcom.blogspot.com
Thursday, December 25, 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)

No comments:
Post a Comment